წყნარ ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში მდებარე სოლომონის კუნძულებზე. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეს უკვე მესამე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგებია ამ რაიონში ბოლო 3 დღის განმავლობაში.

ამ დროისთვის ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. წინა ძლიერ მიწისძვრებსაც ადამიანების დაღუპვა არ გამოუწვევია.

2013 წელს სოლომონის კუნძულებთან მომხდარი 8 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რომელიც კუნძულებს თავს დაატყდა. მაშინ 10 ადამიანი დაიღუპა და ათასობით საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები