ერაყის არმიამ რამადიში კონტრშეტევა დაიწყო

ერაყის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რამადიში შეტევითი ოპერაცია დაიწყო. არმიასთან ერთად შეტევაში შიიტი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

რამადი – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტია და ერაყის ხელისუფლება შიშობს, რომ ამის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება ბაღდადსაც დაესხას თავს.

ჯიჰადისტებმა რამადი გასულ კვირას დაიკავეს. მაისის დასაწყისიდან ეს ქალაქი 50 ათასამდე ადამიანმა დატოვა. გასულ წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა, ასევე სირიის ტერიტორიის ნაწილი. ამის შემდეგ აშშ და საერთაშორისო კოალიცია მათ პოზიციებზე ავიადარტყმებს ახორციელებენ, რათა ისლამისტების შეტევა შეაჩერონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები