მექსიკაში პოლიციას და დამნაშავეებს შორის შეტაკების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა

პოლიციას და დამნაშავეებს შორის 3-საათიანი ორმხრივი სროლის შედეგად მექსიკის ქალაქ ტანხუატოში 42 დამნაშავე და ერთი პოლიციელი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაკავებულია.

CNN-ის ინფორმაციით, დამნაშავეები სავარაუდოდ ეკუთვნოდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სახელწოდებით „ახალი თაობა“, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობით არის დაკავებული. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა საეჭვო მანქანა გააჩერეს. ამის საპასუხოდ მანქანაში მყოფმა პირებმა სამართალდამცველებს სროლა აუტეხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები