საუდის არაბეთი 2040 წლისთვის ნავთობზე უარის თქმას აპირებს

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ალ ნაიმის განცხადებით, 2040 წლისთვის სამეფო ენერგიის მისაღებად ნავობის და გაზის გამოყენებაზე უარს იტყვის. მისი თქმით, ქვეყანა მზის და ქარის ენერგიაზე გადაირთვება. Financial Times-ის ინფორმაციით, ალ ნაიმიმ ეს განცხადება პარიზში, მსოფლიო კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. ამასთანავე, მინისტრი აღნიშნავს, რომ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე მომავალი რამდენიმე წელი მოთხოვნა არ შემცირდება, ვინაიდან დღეს მსოფლიოში 1 მილირდ ადამიანზე მეტს ელექტროენერგიაზე წვდომა არა აქვთ. სამი წლის წინ საუდის არაბეთმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს მზის ენერგიაზე მომუშავე იმდენი ელექტროსადგურის აშენებას, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი უზრუნველყოს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი 2040 წლისთვის საუდის არაბეთის მიერ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლის პერსპექტივას ზედმეტად ოპტიმისტურს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები