რიგის სამიტის დეკლარაცია: 2014 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ არის გარანტირებული
2014 წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ არის გარანტირებული 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე -ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციაშია საუბარი.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახსენებით, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მცდელობების მიმართ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული განხორციელების შედეგად.
ამასთან, მონაწილეები ხაზს უსვამენ ეუთოს, როგორც რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული ორგანიზაციის განსაკუთრებულ წვლილს.