„ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“
თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
ვაზაგაშვუილების ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა მუშაობს კიდევ ერთი ბრალდებულის გამოსავლენად. მისივე თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობა სოსანაშილმა განახორციელა სხვა პირებთან ერთად. ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„ტარდება პროცესის მწარმოებელი ორგანოს მხრიდან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მხოლოდ სოსანაშილის ბრალეულობით არ შემოიფარგლება ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. არსებობს რესურსი საქმის მასალებში, რომ სხვა პირები დადგინდეს, რომლებიც იური ვაზაგაშილის მკვლეობაში მონაწილეობდნენ. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. იური ვაზაგაშილის მკვლელობა განახორციელა სოსანაშვილმა სხვა პირებთან ერთად, აქედან გამომდინარე, გამოძიება გაგრძელდა სწორედ იმ მიმართულებით, რომ დადგინდეს სხვა პიროვნებებიც. აქ არის საუბარი როგორც თანამონაწილეებზე, ასევე დამკვეთებზე“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.