სოფელ ჭყვიშში ფესტივალი „გალაკტიონობა“ გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში, გაიმართება ფესტივალის „გალაკტიონობა“ 2015 შესარჩევი კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებს შორის.
2009 წლის შემდეგ, ყოველი მაისის ბოლო შაბათს, სოფელ ჭყვიშში, ტარდება ფესტივალი „გალაკტიონობა”.
ღონისძიებას გალაკტიონის შემოქმედებასთან ახალგაზრდების დაახლოების მიზნით კონკურსის სახე აქვს. წელს მასში მონაწილეობენ, საქართველოს ყველა აკრედირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, საქართველოს ყველა რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები; ასევე, პროფესიონალი მხატვრები, რომლებიც შექმნიან ნამუშევრებს თემაზე – გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნა. პროექტში არის ელემენტები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობათა ინტერგაციის მიზნების ინოვაციური ფორმით მიღწევას ითვალისწინებს. წლევანდელი ფესტივალი „გალაკტიონობა 2015″ 30-31 მაისს გაიმართება.