„მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა, სადაც უნიკალური ფოტომასალაა წარმოდგენილი. ფოტოებზე ასახულია ის ისტორია, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა ქართველ და აფხაზ ხალხებს კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად. ასევე, გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამო. ღონისძიების ორგანიზატორი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება“, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტია.