„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირია-ერაყის საზღვარზე ბოლო საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აცხადებენ, რომ სირია-ერაყის საზღვარზე მათ ბოლო საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს. გარდა ამისა, ჯიჰადისტები ამბობენ, რომ სირიის უძველესი ქალაქის – პალმირას დაკავების შემდეგ ისინი ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს აკონტროლებენ.

პალმირასთვის ბრძოლა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამთავრობო ჯარებმა, სირიის ოფიციალური წყაორების ცნობით, ის იმიტომ დატოვეს, რომ უნიკალური ძეგლების დაზიანება თავიდან აეცილებინათ. ახლა მათ თავდაცვითი ხაზი ქალაქიდან სამხრეთით და დასავლეთით აქვთ გამაგრებული. გარდა ამისა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის პროვინცია ხომსში გაზის და ნავთობის რამდენიმე საბადო დაიკავა. პალმირა დამასკოდან 240 კილომეტრში მდებარეობს. სირიელი სამხედროები აკონტროლებენ გზას, რომლიც ამ ქალაქს ხომსთან და დამასკოსთან აერთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები