შსს-მ წალენჯიხის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო (ვიდეო)
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, 1950 წელს დაბადებული რევაზ უ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
სამინისტროს ცნობით, ამოღებულია „იჟ 56-3-ის“ მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ვაზნები საბრძოლოა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).