“სარფის” საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი აღმოაჩინეს
“სარფის” საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი აღმოაჩინეს.
როგორც, შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აღმოჩენილია 4 კილოგრამზე მეტი (4155,15 გრ) ოქროს ნაკეთობები, ასევე, 50 კილოგრამამდე (49994,25 გრ) ვერცხლის გრანულები.
ტვირთი სომხეთის მოქალაქე ლ.ჰ-ს ეჭვის საფუძველზე ავტომანქანის და პირადი დათვალიერებისას (ქურთუქკის ჯიბეში და ავტომანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთაში მოწყობილ სამალავში)აღმოუჩინეს.
საქონლის საერთო ღირებულებამ 274394,35 ლარი შეადგინა. საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.