დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა სიმძლავრის მაქსიმუმს მიაღწია

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა ორწლიანი მუშაობის შემდეგ სიმძლავრის მაქსიმუმს მიაღწია.

„პირველად ორი წლის განმავლობაში პროტონები ერთმანეთს რეკორდული, 13 ტერაელექტრონვოლტის სიმძლავრით ეჯახებოდნენ“,- ნათქვამია ბირთვული კვლევების ორგანიზაციის განცხადებაში.

ეს თითქმის ორჯერ აღემატება 2012 წელს მიღწეულ წინა რეკორდს. მაშინ კოლაიდერის სიმძლავრემ 8 ტერაელექტრონვოლტი შეადგინა. დიდ ადრონულ კოლაიდერზე ექსპერიმენტები სამყაროს წარმოშობის საიდუმლოს გახსნისთვის ტარდება. კოლაიდერი 2011 წელს ამოქმედდა და 2013 წელს, რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კვლავ მწყობრში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები