იემენთან, საზღვრის სიახლოვეს, საუდის არაბეთის 18 ჯარისკაცი დაიღუპა
საუდის არაბეთის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად იემენის მხრიდან სულ მცირე 18 ჯარისკაცი დაიღუპა. საუდის არაბეთის ჯარისკაცები ხუსიტი „ბოევიკების“ მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ. თავის მხრივ, იემენის ტერიტორიის დაბომბვის დროს რამდენიმე ჭურვი ეთიოპელი ლტოლვილების ბანაკში აფეთქდა. ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ არაბულმა კოალიციამ იემენზე ავიადარტყმები 18 მაისიდან განაახლა. მანამდე ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის 5-დღიანი ზავი მოქმედებდა.