კულტურის მინისტრი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი აგრძელებს შეხვედრას უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ამავე დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების საკითხების განხილვის მიზნით.
22 მაისს, 14:00 საათზე მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდება და სამინისტროს მიერ აკადემიის შენობის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობაზე ესაუბრება. კულტურის მინისტრი სტუდენტებს პირადად გააცნობს სამინისტროს მიერ დაწყებულ მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 10 ორგანიზაციის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.