შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ილია ტ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ღამით, გურჯაანი რაიონის სოფელ ბაკურციხეში, „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრში ფარულად შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ილია ტ. მომხდარი დანაშაულიდან რამდენიმე საათში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. მოპარული სამი პერსონალური კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები