21 მაისი
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია პრესკონფერენციას გამართავს. თემაი: ბიზნესმენის მკვლელობის საქმე და მკვლელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
კულტურის სამინისტროში, თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალ “ამირანთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი გაუძღვებიან.
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე სპიკერი, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
მართლმსაჯულების სახლში თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის შუალედური ანგარიშის, სამომავლო გეგმებისა და სასამართლო მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: იუსტიციის უმაღლესი სკოლა – მართლმსაჯულების სახლი ნოდარ ბოხუას ქუჩა N 19 (დიღმის მასივი) საკონტაქტო პირი: ქეთევან ბასილაშვილი 577 284292