სასწრაფო დახმარების ბრიგადას თავს დაესხნენ
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადას თავს დაესხნენ. შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში, ზემო პლატოზე მოხდა. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, გამოძახების მისამართზე მისულ ბრიგადას კორპუსის სადარბაზოსთნ ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა. მან სასწრაფოს მძღოლს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ექიმებმა პაციენტთან მისვლა ვერ შეძლეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი სსკ-ის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით უკვე დაკავებულია.