გამოფენა „მხოლოდ ინტუიცია“ გაიხსნება

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ზაზა ციცქიშვილის გამოფენა, სახელწოდებით „მხოლოდ ინტუიცია“ გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერა, გამორჩეული დიდი ფორმატებითა და ძლიერი ექსპრესიით. ზაზა ციცქიშვილი მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომლისთვისაც საერთაშორისო სახელოვნებო სივრცესთან დაკავშირებისა და სიახლის გააზრების სურვილი უამრავ ნოვაციას ბადებდა. მხატვრის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალექსანდრე ბანძელაძესთან თანამშრომლობას უკავშირდება, რისი ლოგიკური შედეგიც იყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმით დაინტერესება. მხატვარი სწორედ აბსტრაქციის საშუალებით ცდილობს საკუთარი ინტუიციის დახმარებით მხატვრობის ენის გააზრებას. აბსტრაქციის პარალელურად მხატვარი ინტერესდება ფიგურატიული გამოსახულებებითა და მისი იკონოგრაფიული საფუძვლებით. გამოფენა 4 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები