დღეს მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი გაიმართება
დღეს, 20 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრდაჭერით გაიმართება უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი. საქველმოქმედო კონცერტ-მარათონზე დები იშხნელების შთამომავალი განახლებულ რეპერტუარს შეასრულებს. სპეციალურად ამ დღისთვის ძველი სიმღერების არანჟირება მოხდა. კონცერტში მონაწილეობს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები.
სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში იმყოფება მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი. მანანა მენაბდის თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. პროექტი ხორციელდება: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ART&SOCIETY“. კონცერტის მხარდამჭერია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „შოკოლადი“, კომპანია „DHL“.