20 მაისი
10:00
NEW
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რატომ დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება“ და აპირებს თუ არა უმრავლესობის დატოვებას; რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველი, ადვოკანი ლექსო კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უზენაეს სასამართლოში ახალი პალატის შექმნა, რომელიც კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს გადახედავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ს კვლევები, რომელმაც მოსახლეობაში დაპირისპირება გამოიწვია; სარჩელი საქალაქო სასამართლოში მუხრან ბურჭულაძის წინააღმდეგ.
11:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ფულის გათეთრებაში ბრალდებული ყოფილი ლეიბორისტი არჩილ ბენიძე და მისი ადვოკატი თამარ აბესაძე განცხადებას გააკეთებენ. თემა: ფულის გათეთრების საქმეზე შალვა ნათელაშვილს სასამართლოში დაკითხავენ.
E1
11:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამაზ შოშიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: მერია უუნარობისსა და უმოქმედობის ფონზე კვლავ საშტატო ერთეულების გაზრდას ითხოვს. საკონტაქტო პირი: ნათია ღვინაშვილი 599021110;
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე, მოსამართლე ვალერი ცერცვაძესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
NEW
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში, „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის“ თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ დირექტორი თამარ კაციტაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მისამართი: მაჩაბლის 11
12:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, უგულავას მერობის დროს კორუფციის და ნეპოტიზმის ამსახველ დოკუმანტაციას გაასაჯაროვებს, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ნინო გვენეტაძეს მიმართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ბესიკ ხარძიანის საქმის ახალი დეტალები, ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ საქართველოდან წასვლის შემდეგ, NDI-ს კვლევის შედეგები.
12:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრის ICCROM-ის გენერალურ დირექტორს სტეფანო დე კაროსა და ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტებს იუკა იოკილეტოსა და კატრი ლისიცინს უმასპინძლებს.
12:00
NEW
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია” ბრიფინგს გამართავს. თემა: საბანკო სისტემა და იპოთეკები.
14:00
კულტურის სამინისტროში ირმა შარიქაძის გამოფენასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრშია დაგეგმილი. პროექტის ავტორი ირმა შარიქაძე კულტურის მინისტრის მრჩეველ გიორგი გეგეჭკორთან ერთად პრესკონფერენციას გაუძღვება.
E1
14:30
NEW
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანია შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის დირექტორი სიაოწინ შაო ხელშეკრულებას „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელს მოაწერენ. საკონტაქტო პირი: მაია გუმბერიძე 593 67 42 90
15:00
NEW
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
18:00
მელიქიშვილის გამზირზე, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, საპროტესტო აქცია გაიმართება.