სადახლოზე არადეკლარირებული ხატები, სასმელი და სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული სხვადასხვა საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ” საბაჟო გამსვები პუნქტის “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე ი.ჰ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მანქანის სალონში საწოლის მატრასის ქვეშ დამალული არადეკლარირებული საქონელი: 14 ცალი ქვაზე ამოკვეთილი ხატი, ხელოვნური ტყავით, ასევე ქვის მასალით დამზადებული სხვადასხვა ნივთები აღმოჩნდა.

აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 13120,6 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით 13120,6 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16 მაისს მებაჟე ოფიცრებმა სგპ “სადახლო- საავტომობილოს” გავლით არადეკლარირებული საქონლის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, სომხეთის მოქალაქის მ.ს-ს ავტომანქანაში მათ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული აქციზური საქონელი, 2839 კოლოფი სიგარეტი და 5 ლიტრი კონიაკი აღმოაჩინეს, რომელიც მანქანის მფლობელს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჰქონდა დამალული.
აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3385,88 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები