“სარფის” საბაჟოზე სამართალდამცველებმა არადეკლარირებული ოქროს აღმოაჩინეს

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთიდან შემოსულ აზერბაიჯანის მოქალაქე ზ.ჰ.-ს საბაჟო დათვალიერებისას, ოქროს არადეკლარირებული საქონელი აღმოუჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 4293,29 ლარის ღირებულების ოქროს არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის, ყელსაბამები, კულონები, სამაჯურები, საყურეები, საერთო წონით 79,11 გრამს შეადგენდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული ნივთების ნაწილი აზერბაიჯანის მოქალაქეს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა შეფუთული და სხეულზე დამაგრებული, ნაწილი კი ხელბარგში იყო მოთავსებული.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით, 4293,29 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები