პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება. როგორც “კვირას“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” აცნობეს, ჩვილთა საყოველთაო 39-ე ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესაწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 23 069 ნათლული ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები