პოეტ მედეა კახიძეს ხვალ საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

ხვალ, 20 მაისს ცნობილ პოეტ მედეა კახიძეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი, 11-დან 14 საათამდე, დასვენებული იქნება საბურთალოს პანთეონის გვერდით მდებარე ამაღლების ეკლესიაში.
მედეა კახიძე დაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო ერთი წლის შემდეგ – მაქსიმ გორკის სახ. ლიტერატურული ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1951-1977 წწ. ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. 1950 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებაში”. 1955 წელს გამოვიდა პირველი კრებული ”სიყვარულის ასაკი”. 11009384_892688424123511_8698856672842001580_n
არის პოეტური კრებულების ავტორი: „განა წყარო ვარ“, „სადა ხარ, ჩემო მებაღეო“, „ინდი-მინდი”, „სიყვარულს უშენებია“, „იმედის ლაციცი“, „მეთქმევინება და ვამბობ“…
1987 წელს გამოიცა მედეა კახიძის კრებული „ჩემი მიწის სადღეგრძელო“, რომელმაც თავი მოუყარა მანამდე გამოცემულ კრებულებს. მასვე ეკუთვნის საბავშვო ლექსთა კრებულები. მედეა კახიძე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი ლექსები, აგრეთვე, მრავალ ენაზე ითრგმნა. მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი.
მედეა კახიძე სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მან ლექსები, მოგონებები, პროზაული ნაწარმოებები შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები