მუზეუმების ღვაწლმოსილი თანამშრომლები სიგელებით დაჯილდოვდნენ

18 მაისს, კულტურის სამინისტროში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მუზეუმების ღვაწლმოსილი თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას დაესწრნენ მუზეუმების წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

მუზეუმების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. 18 მაისს, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები