თბილისში შესაძლოა, ,,სითი პარკის” ალტერნატივა გაჩნდეს

თბილისში შესაძლოა, ,,სითი პარკის” ალტერნატივა გაჩნდეს. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე გაზეთ ,,რეზონანსთან“ აცხადებს, ,,სითი პარკისთვის“ წაყენებული ოთხპუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი პუნქტი ბაზარზე პარკირების სხვა კომპანიების დაშვებას გულისხმობს. მისივე თქმით, პარკინგების მშენებლობის მსურველი კომპანიებისთვის კონკურსი გამოცხადდება და პარკინგების მშენებლობისთის თბილისის სხვადასხვა რაიონია შერჩეული.
,,ჩვენ დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნაზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, ამ მიმართულებით მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ადგილები მერიამ შეარჩია, ეს იქნება 23 მიწისზედა საპარკინგე ადგილი და 7 – მიწისქვეშა. ახლა ვესაუბრებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებს, რომ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შემუშავდეს და ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, სადაც ინვესტორები დაინტერესებას გამოხატავენ. შევარჩევთ საუკეთესო წინადადებებს, გაფორმდება საინვესტიციო ხელშეკრულება და დაიწყება მშენებლობა. როგორც ცენტრალური უბნები, ისე პერიფერიული რაიონები, ძირითადად ის ადგილები, სადაც დიდი დატვირთვაა“,- აცხადებს გურგენიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები