ბათუმში 120 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნება

2015 წელს ბათუმში გაიხსნება 120 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკა და 170 – საწოლიანი კიდევ ერთი კლინიკის მშენებლობა დაიწყება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციისას განაცხადა.
“ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონში გახსნა 5 ახალი ამბულატორია, სოფელ ცხემლარში აშენდა სამედიცინო პუნქტი, რეგიონს გადაეცა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების 10 ახალი მანქანა, შეიქმნა შშმ ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრები, სოფლის ექიმებს გადაეცათ მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა, აშენდა ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ონკოლოგიურ ცენტრს. 2015 წელს ბათუმში გაიხსნება 120 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკა და დაიწყება 170 საწოლზე გათვლილი კიდევ ერთი კლინიკის მშენებლობა; უახლოეს პერიოდში გაიხსნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო უნივერსიტეტი“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები