დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით თეირანში გაემგზავრა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დავით ნარმანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
„თბილისის მერი შეხვდება თეირანის მერს მოჰამად ბაყერ ყალიბაფს, რომლის დროსაც ხელი მოეწერება თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“,-აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა თეირანის ისლამური საბჭოს (საკრებულო) თავმჯდომარესთან. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თბილისის მერის ვიზიტი 19 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები