პოეტ იოსებ ნონეშვილის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოეტ იოსებ ნონეშვილის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
საღამოზე გაჟღერდება პოეტის ლექსები და მისსავე ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები. იოსებ ნონეშვილის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები, ცნობილი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იოსებ ნონეშვილი საკუთარ ლექსს „ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია“ თავად კითხულობს. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელია დავით მაზანაშვილი.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები