ჯილდო საქართველოს მუზეუმების ღვაწლმოსილ თანამშრომლებს კულტურის სამინისტროსგან

დღეს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მუზეუმების ღვაწლმოსილ თანამშრომლებს სიგელებით დააჯილდოვებს. ღონისძიებას დაესწრებიან მუზეუმების წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან. მუზეუმების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. დღეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა. მუზეუმები ღიაა 10.00-დან 17.30 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები