სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის -„ჩერნობილის ლოცვა“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე მწერალთა სახლში სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის, „ჩერნობილის ლოცვა“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას წარუძღვება ანა კორძაია – სამადაშვილი. წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. მთარგმნელი ნინო ბექიშვილია. სვეტლანა ალექსიევიჩი ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში დაიბადა. მისი წიგნები 22 ენაზეა თარგმნილი. ისინი საფუძლად დაედო არაერთ პიესას, მისი სცენარების მიხედვით კი ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმია გადაღებული.
სვეტლანა ალექსიევიჩმა არაერთი ლიტერატურული პრემია მიიღო. მათ შორის – მედიჩების პრემია და წლის საუკეთესო წიგნის პრემია წიგნითვის – „Second Hand-ის დრო“ (2013, პარიზი), გერმანელი გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების მშვიდობის პრემია (2013, ფრანკფურტი); ცენტრალური ევროპის ლიტერატურული პრემია „ანგელუსი“ წიგნისთვის „ომს ქალის სახე არა აქვს“ (2013, პოლონეთი), რიჩარდ კაპუშინსკის პრემია ლიტერატურული რეპორტაჟისთვის (2011 პოლონეთი), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია წიგნისთვის „ჩერნობილის ლოცვა“ (2006, აშშ), ერიხ მარია რემარკის პრემია (2000, აშშ), რობერტ გაიშენდორფერის პრემია რადიოპიესებისთვის (2000, გერმანია) „წლის საუკეთესო პოლიტიკური წიგნი“, ფრიდრიხ ერბერტის ფონდი (1998, გერმანია), ანდრეი სინიავსკის პრიზი.