„მობილური აუდიობიბლიოთეკის“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ეზოში „მობილური აუდიობიბლიოთეკის“ პრეზენტაცია გაიმართება. ეროვნული ბიბლიოთეკა იწყებს პროექტს – „მობილური აუდიობიბლიოთეკა“, რომელიც სმარტფონის, პლანშეტური კომპიუტერის თუ სხვა მობილური მოწყობილობის მქონე ყველა მსურველს, საშუალებას აძლევს მოუსმინოს აუდიოწიგნებს და მუსიკას ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელის“ აუდიომასალების კოლექციიდან. ღონისძიების მხარდამჭერია „გურიელი ექსპორტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები