მასტერკლასების პროგრამა ფოთის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეებისთვის – საჩვენებელი კონცერტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ორგანიზებით, 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდა მასტერკლასების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ფოთის მუსიკალური სასწავლებლიდან ჩამოსული მოსწავლეების გადამზადებას ნიჭიერთა ათწლედის მასწავლებელთა მიერ. პროექტის მიზანია რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეების პროფესიული დონის ამაღლება და საშემსრულებლო ჩვევების გაუმჯობესება. პროექტის შემაჯამებელი საჩვენებელი კონცერტი დღეს, 15:00 საათზე, სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მონაწილეობფნენ ფოთის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეები: მზეჭაბუკ პაჭკორია (ფორტეპიანო), ლიკა ცაავა (ფორტეპიანო), თორნიკე სახოკია (ვოკალი), ნინო გოროზია (ვოკალი).