„სერგო ფარაჯანოვი – XXI საუკუნის სიზმარი” – გამოფენა-კოლაჟი
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 18:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (მის. სიონის ქ. 8 – ქარვასლა), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყობა გამოფენა-კოლაჟი „სერგო ფარაჯანოვი – XXI საუკუნის სიზმარი”.
გამოფენაზე კიევის „სიზმრების მუზეუმი“ და მისი დამფუძნებლები, ვიქტორია დანელიანი და ტატიანა ცველოდუბი წარმოადგენენ ფარაჯანოვის ცხოვრებისა და შემოქმედების მულტიმედიურ ინსტალაცია-კოლაჟს.
არტობიექტები, წარსული ეპოქის არტეფაქტები, თბილისის ისტორიის მუზეუმის საფონდო მასალები, ფოტოსურათები, პორტრეტები, კინემატოგრაფიული მოედნები, კინოაფიშები, რეტროსპექტივები და კოლაჟები დამთვალიერებელს სერგო ფარაჯანოვის ცხოვრების ისტორიას მოუყვება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, გამოფენის ორგანიზატორები არიან: გუგა კოტეტიშვილი, იური მეჩითოვი, ოლესია თავაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ნინო ჩუბინიშვილი, ირმა შარიქაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, მამუკა ჯაფარიძე, ვლადიმირ ადვაძე, ერნა დოლმაზოვა, ჟანა დავთიანი, ვასილი კოსტენკო, ივან კოსტენკო, გრიგორ დევერჟიევი, მარკ პოლიაკოვი, სალომე ელანიძე, ევგენია რემიზოვა, ულა ბუგაევა, ალა ჟმაილო.