ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის გასტროლი უკრაინაში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი უკრაინაში მიემგზავრება. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი“ წარმოდგენილი იქნება უკრაინის ორ ქალაქში, ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.
მოზრდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი 19-23 მაისს, ვინიცასა და პოლტავაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე „ პადოლსკური თოჯინა“ და „ გზამკვლევი ვარსკვლავი“ წარდგება.
შეგახსენებთ, რომ „სევილიელი დალაქი“ 2014 წელს ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „პატარა ქალბატონები, პატარა ჯენტლმენები“ მონაწილეობდა.