ნანა ექვთიმიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ნანა ექვთიმიშვილის წიგნის, „მსხლების მინდორის“ პრეზენტაცია გაიმართება. ნანა ექვთიმიშვილი დაიბადა 1978 წელს თბილისში. პირველად მისი მოთხრობები 1999 წელს ჟურნალ „არილში“ გამოქვეყნდა. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი. 2013 წელს მისი ქართული მხატვრული ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“ მრავალი ქვეყნის კინოეკრანზე გამოვიდა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. „მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები