გამოფენა „ფოტოთერაპია“ გაიმართება
16 მაისს, 18:00 საათზე Gallery Container-ში ქრისტოფერ ბუსის გამოფენა „ფოტოთერაპია“ გაიმართება.
ქრისტოფერ ბუსი დაიბადა 1969 წელს. 10 წელზე მეტი მან გაატარა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. 1992 წელს მუშაობდა „ასოშიეიტედ პრესში“, მოგვიანებით ის იწყებს მუშაობას „ბი-ბი-სის“ მოსკოვის ბიუროს უფროსად. მოსკოვის ციხეში გატარებული დღეების, ჩეჩნეთში იარაღით დაჭრისა და ბესლანის შემზარავი მოვლენების შემდეგ ის საბოლოოდ გადაწყვეტს მოსკოვიდან გამგზავრებას. ეს ხდება 2005 წელს. მომდევნო წლებში ის იწყებს მუშაობას ერაყის საინფორმაციო ბიუროს უფროსად, შემდეგ „ბი-ბი-სის“ World Service – ში რედაქტორად. ამჟამად ის მუშაობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD). ჰყავს ორი შვილი და ქართველი მეუღლე.