ლელა მახარობლიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

17 მაისს, 16:00 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე ლელა მახარობლიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
ლელა მახარობლიძე (მახარობელი) დაიბადა 1975 წელს ქალაქ თბილისში. გაიზარდა მხატვრების – ქეთევან მაღლაკელიძის და ავთანდილ მახარობლიძის ოჯახში და ბავშვობიდან ეზიარა ხელოვნებას. ხატვის და ფერწერის მისი მთავარი მასწავლებლები იყვნენ მისევე მშობლები – ავთანდილი და ქეთევანი. ლელა იწყებს მის სამხატვრო კარიერას საკმაოდ ადრეულ ასაკში. 17 წლიდან მისი ნამუშევრები იფინება საქართველოსა და ამერიკის სხვადასხვა გალერეაში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკში და შემდეგ – ატლანტაში. 1993-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. გამოფენა 27 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები