ფილმის „ბუნების მუსიკა“ ჩვენება გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (საჯარო ბიბლიოთეკა) კინოჩვენების დარბაზში მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ ფილმის „ბუნების მუსიკის“ ჩვენება, (რეჟ. გიორგი დვალიშვილი) გაიმართება. ფილმი ეძღვნება რაჭაში, „მურადის მღვიმეში“ აღმოჩენული იშვიათი ფორმის სტალაქტიდებს და კლუბ „თეთნულდის“ მოღვაწეობას. 01-02.11.2014 წელს კლუბმა „თეთულდი“ რაჭაში ექსპედიციისას აღმოაჩინა მღვიმე, სადაც ნაპოვნი იქნა უცნაური ფორმის სტალაქტიდები, რომლის ანალოგის ძიებაც დღემდე მიმდინარეობს.
მთამსვლელთა და მოგზართა კლუბი „თეთნულდი“ წარმოადგენს არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის მიზანია საქართელოში მთამსვლელობის, სპელეოტურიზმის, კანიონინგისა და სამთო სპორტის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. ასევე დაინტერესებული ახალგაზრდების შეკრება, მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, მთაში გადაადგილებასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები