„საქართველოს სინფონიეტას“ გასტროლი მალტაში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ 9 და 10 მაისს კონცერტები გამართა კუნძულ მალტაზე, ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო კონფერენც–ცენტრში – „Mediterranean Conference Centre“.

კონცერტებში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ ცნობილი რუსი პიანისტი მიხეილ ლიდსკი და იტალიური წარმოშობის ბრაზილიელი მევიოლინე ალესანდრო ბორგომანერო. ღონისძიებას ქართული დიასპორის წამომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები. კონცერტმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები