კულტურის პოლიტიკა – სამუშაო სესია – ვიზუალური ხელოვნება

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყო კულტურის სტრატეგიის სამუშაო პროცესის ფარგლებში ვიზუალური ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების სესია. სესიაზე მოწვეულები იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, გალერისტები, კურატორები, მხატვრები, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლები. სამუშაო პროცესი ე.წ. „პრობლემების ხის“ განსაზღვრის პრინციპით წარიმართა. გამოიკვეთა სფეროს ძირითადი პრობლემები, მათი წარმოქმნის მიზეზები და გადაჭრის გზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები