ქვეყნიდან არადეკლარირებული თანხის გატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა
არადეკლარირებული თანხის გატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე ი. რ-ს, რომელიც საქართველოდან მიემგზავრებოდა, ბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა – 24 960 აშშ დოლარი აღმოუჩინეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.