ბეთლემის უბნის ფესტივალი გაიმართება

ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის და ICOMOS საქართველოს ორგანიზებით 2010 წლის მაისიდან საფუძველი ჩაეყარა ბეთლემის უბნის ფესტივალს, როგორც უბნის გამორჩეული თვითმყოფადობისა და თემის ერთობის დღესასწაულის.
ფესტივალში აქტიურადაა ჩართული უბნის მოსახლეობა, იმართება თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, მხატვართა გამოფენები, იმართება სხვადასხვა სანახაობები, ხელით ნაქსოვი ხალიჩების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.
ორგანიზაცია გეოეართან თანამშრომლობით 2015 წლის აპრილში ბეთლემის უბანში ჩატარდა ჯიბის კინოს ვორკშოფი, რომელსაც უძღვებოდა ხელოვანი თათია სხირტლაძე. ვორკშოპის მიზანი იყო, ბეთლემის უბნის ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად ყოველდღიურობის პატარ-პატარა დეტალების მობილური ტელეფონებით გადაღება: მინი დრამებისა და კომედიების, პანორამებისა თუ მეცნიერული დაკვირვებების სახით ბეთლემის უბნის ისტორიები ჯიბის კინოს ფორმატში შექმნა. ვორკშოფის ფარგლებში გადაღებული ფილმის ნახვა შესაძლებელი იქნება ფესტივალზე.
დღეს, იგეგმება ეკო-კულტურული ღონისძიება, რათა ფესტივალისთვის დასუფთავდეს ბეთლემის უბნის ტერიტორია. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ 43-ე სკოლის მოსწავლეები, პარტიზანული მებაღეობა თბილისის წევრები, მოსახლეები, და თბილსერვისის თანამშრომლები. (10.00-16.00) 16 მაისს, ბეთლემის ფესტივალი შეურთდება მსოფლიო სამოქალაქო აქტივობის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანია საჯარო სივრცის დანიშნულების მიმართ ყურადღების გამახვილება, აზრის გამოთქმის თავისუფლება, მოქალაქეთა გაერთიანებისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის უფლების მნიშვნელობა.
კამპანიის ფარგლებში ქალბატონი ნინო ურუშაძე ჩაატარებს საჯარო ვორკშოპს პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირების მიზნით და გაგვიზიარებს საკუთარ კრეატიულ მიდგომას პოლიეთილენის პარკების გამოყენებით საჭირო და ლამაზი ნივთების შექმნის ხელოვნების შესახებ. პარტიზანული მებაღეობა თბილისის წევრების მხარდაჭერით მოხდება ბოტანიკური ბაღისა და კომპანია ორიფლეიმის მიერ გადმოცემული მწვანე ნერგების და ყვავილების ჩარგვა, რათა კიდევ უფრო გამწვანდეს ბეთლემის უბანი. (12.00-14.00) ჯამბაზი ბავშვების კარგ განწყობაზე იზრუნებს, აქვე მათ შეეძლებათ სახის მოხატვა;
ბოტანიკური ბაღი ფესტივალის სტუმრებისთვის წარმოადგენს ვორკშოფს თემაზე – ყვავილების მოვლის ხელოვნება; ხელნაწერთა ეროვნული ცენტის გამოფენა – „საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები“;
ჩატარდება კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ორიფლეიმის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ. (17:00); პარკურის სანახაობა;
უბანი გამორჩეულია ტურისტთა სიმრავლით, ფესტივალს ესწრებიან ბეთლემის უბნის მეგობრები და გულშემატკივრები, საელჩოების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები, საღამო სრულდება კონცერტით. (18:30).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები