ნინო სურგულაძის თეატრალური კოსტიუმების გამოფენა გაიმართება

16 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში მწერალთა სახლში ნინო სურგულაძის კოსტიუმების გამოფენა გაიმართება. კოსტიუმები ფ. დოსტოევსკის „ეშმაკნის“ მიხედვით შეიქმნა.
მწერალთა სახლში მოსული სტუმრები პირველები, სპექტაკლის პრემიერამდე ნახავენ ამ კოსტიუმებს. ნინო სურგულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, კინო-ტელე მხატვრობის განხრით (დიმიტრი თაყაიშვილის კლასი). სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში თეატრის მხატვრობას, კითხულობდა ლექციებს ფერწერაში ტენესის უნივერსიტეტში 1993-94 წლებში. 2004 წელს დაიწყო მუშაობა რეჟისორ ლევან წულაძესთან თეატრალურ სარდაფში და შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ნინო სურგულაძე ასევე მუშაობს სხვადასხვა რეჟისორებთან კინოსა და თეატრის დამდგმელ მხატვრად; ლევან წულაძესთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებში: სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ და „შეშლილის წერილები“. ნინოს ნამუშევარზე ჟურნალი “გარდიანი” წერდა – „ნინო სურგულაძის კოსტიუმები დაუდევრად მდიდრულია და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მდიდარი ფანტაზიის პატრონმა მექუდემ საქმე ისე მოაწყო, რომ უქუდოდ არც ერთი თავი არ დარჩენილიყო.“ ნინო სურგულაძეს ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა და მონაწილეობდა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში; გაფორმებული აქვს ასევე ოცზე მეტი სპეკტაკლი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები