ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი ნამურში – ნამურის დეკლარაცია
2015 წლის 23-24 აპრილს ბელგიის ქალაქ ნამურში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი მინისტრების მეექვსე კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კოორდინირებს და ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტს მათ შორის:
„კონფლიქტის შემდგომი გადაუდებელი ქმედებები თემებისა და კულტურული გარემოს რევიტალიზაციისთვის გორის მუნიციპალიტეტში 2008-2010 წწ; „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ისტორიულ ქალაქებში და კიევის ინიციატივის რეგიონაული პროგრამა -2010-2012წწ”.
საქართველოს სახელით, სესიაზე სიტყვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გამოვიდა და მინისტერიალის მონაწილეებს უკანასკნელ წლებში ევროპის საბჭოსთან და ევროპულ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის შედეგები გააცნო. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენცია თოთხმეტ წელიწადში ერთხელ ტარდება.
2015 წლის მინისტერიალი ბელგიის პატრონაჟით განხორციელდა. კონფერენციის თემაა – „კულტურული მემვიდრეობა XXI საუკუნეში, ერთად უკეთესი ცხოვრებისთვის, ევროპის საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად”.
კონფერენციაზე დისკუსია ევროპის XXI საუკუნის გამოწვევებისა და სამოქმედო სტრატეგიის საკითხზე გაიმართა. კონფერენციის ბოლოს მინისტერიალმა შეიმუშავა დეკლარაცია, სახელწოდებით ნამურის დეკლარაცია, რომელიც XXI საუკუნის გამოწვევების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის არის მიმართული. კერძოდ, კლიმატის ცვლილებები, დემოგრაფიული ცვლილებები, ასევე მიგრაციის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური საკითხები სოციალური კრიზისების ფონზე, რომელიც ზემოქმედებს საერთო მემკვიდრეობაზე, 2015 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით იწყებს ახალი ორწლიანი რეგიონული პროექტის განხორციელებას – „თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში – ComuS“. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, ნამურში მინისტერიალზე ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას, COMUS-ის მონაწილე ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა) კულტურის მინისტრები, საქართველოში მოიწვია COMUS-ის რეგიონული გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში 22 ივნისს გაიმართება.