მანანა კობახიძე: იყო საკითხები, რომელზეც თამარ კორძაიას ჰქონდა განსხვავებული აზრი

კოლეგების ნაწილისთვის თამარ კორძაიას გადაწყვეტილება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, კორძაიას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი მისი ფრაქციიდან გარიცხვის მიზეზი არასოდეს გამხდარა.
„ჩემთან პირადად თამარ კორძაიას ამ თემაზე არ ჰქონია საუბარი, ალბათ, მას ფრაქციის ხელმძღვანელთან ჰქონდა კონსულტაცია. როცა ტოვებ ფრაქციას, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში პარტიაც უნდა დატოვო.
იყო საკითხები, რომელზეც მას ჰქონდა განსხვავებული აზრი. საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე ის აძლევდა ფრაქციის გადაწყვეტილების საპირისპიროდ ხმას ან პირიქით, თანხმობას, მაგრამ ეს არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ ვინმეს ეფიქრა მის გარიცხვაზე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თამარ კორძაიამ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და „რესპუბლიკელებში“ გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები