გია ვოლსკი: „რესპუბლიკურ პარტიას” გენდერული საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

თამარ კორძაია თავისი შეხედულებებით “რესპუბლიკური” პარტიის წევრი უფროა, ვიდრე – “ქართული ოცნების”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, ფასეულობებზე საუბრისას კორძაია ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
“კორძაია ფრაქციაში განცხადებით შემოვიდა და ჩვენც დავაკმაყოფილეთ მისი ეს მოთხოვნა. რაც შეეხება განსხვავებას ფასეულობებში, ძალიან ხმამაღალი განცხადებაა მისი მხრიდან. არის საკითხები, რაზეც კორძაია ,,რესპუბლიკური” პარტიის წევრი უფროა, ვიდრე – “ქართული ოცნების”. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას” გენდერული საკითხი დაუდგა დღის წესრიგში, როდესაც თინა ხიდაშელი გადავიდა თავდაცვის სამინისტროში”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები