სასამართლომ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პატრულ-ინსპექტორის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა დააკისრა

ასოციაცია „ქართლის ხმის“ პროექტის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდის საშუალებით გავრცელებული, საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ჯაბა ხუციშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა უნდა მოხდეს იმავე საშუალებით, რითაც მოხდა მისი გავრცელება – ეს გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 15 აპრილს გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 14 იანვარს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდის საშუალებით გავრცელდა ფოტოები და ვიდეოჩანაწერი, რომელსაც თან ერთვოდა წერილი სათაურით „გენინსპექცია: ,,ეს კაცი ფხიზელია”. აღნიშნულ წერილში საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ამტკიცებდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იგი შეამოწმა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ჯაბა ხუციშვილმა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელებისათვის ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „ჯაბა ხუციშვილის სარჩელი სულიკო (საბა) წიწიკაშვილისა და ასოციაცია „ქართლის ხმის“ მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის თაობაზე – დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს დაევალოთ, უარყონ იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც განხორციელდა 2015 წლის 14 იანვარს სტატიის „გენინსპექცია: ეს კაცი ფხიზელია“ გავრცელება, მოსარჩელის ჯაბა ხუციშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები