მარნეულში 3 წლის ბავშვი მდუღარე წყალში ჩავარდა

ქვემო ქართლში, კერძოდ კი მარნეულში 3 წლის ბავშვი მდუღარე წყალში ჩავარდა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ წუთებში პატარა რეანომობილით მარნეულიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ. მისი ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 20-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება.
წინასწარი ინფორმაციით, როგორც ქაშიბაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, 3 წლის ბავშვს მე-2 -მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები