კასპში 45 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „კვირას“ ინფორმაციით, 45 წლის ტ. შ. საკუთარი სახლის აივანზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს დილით შემთხვევით მეზობელმა შენიშნა. მათივე თქმით, ოჯახის წევრებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
ცნობილია, რომ 45 წლის ტ. შ-ს დედა, მეუღლე და შვილები დარჩა. „კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები